ფრანგულ ტექნოლოგიურ კომპანია Arianee-სთან თანამშრომლობის შედეგად, Mugler-მა თავის “Spiral Curve 01” და “Spiral Curve 02”-ისთვის ციფრული პასპორტების გამოყენება დაიწყო.
გარდა ავთენთიფიკაციის და მიკვლევადობისა, ბლოკჩეინით მხარდაჭერილი ციფრული პასპორტი ჩანთის მფლობელს ფრანგული მოდის სახლის ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომის, ღონისძიებებზე მოსაწვევების მიღების და ფასდაკლებებით ადრე სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მისი სარგებლობისთვის საჭიროა ჩანთის შიდა ჯიბის უკანა მხარეს განთავსებული QR კოდის დასკანერება, რის შემდეგაც ციფრული პასპორტის მობილურში გადმოწერა და შენახავა ხდება შესაძლებელი.
“ჩვენ გვჯერა რომ ციფრული პასპორტის ტექნოლოგია უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენს კლიენტებთან უფრო პირდაპირი, ინტერაქციული და მათზე მორგებული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად,” – განაცხადა Mugler-ის მმართველმა დირექტორმა ადრიან კორსინმა.
ციფრული პასპორტები ერთ-ერთია იმ ინიციატივებს შორის, რომლებიც ევროკომისიამ ევროპული ქვეყნების მდგრადი მომავლის განსაზღვრის მიზნით წარადგინა.
© Mugler
“Spiral Curve” ჩანთის პირველი დიზაინია, რომელიც ქეისი ქადვალადერმა Mugler-ისთვის შექმნა მას შემდეგ, რაც მოდის სახლში 2017 წელს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. აქსესუარი პირველად მიმდნარე წლის იანვარში გამართულ ჩვენებაზე იყო წარმოდგენილი. ჩანთას Mugler-ის ხელწერად ქცეული სპირალური და მომრგვალებული ფორმა აქვს. მას იტალიელი ოსტატები ტრადიციული და ინოვაციური ტექნიკების გამოყენებით ხელით ამზადებენ. მისი დიზაინი დიზაინერმა მატილდა ვენცელთან თანამშრომლობით შექმნა, რომელიც მოდის სახლს აქსესუარების დიზაინერის რანგში შეურთდა.