ჰაერში მოფარფატე რამდენიმე მეტრის სირგძის ქსოვილს შესაბამის გარემოში შეუძლია დრამატული მომენტი შექმნას, რისი მოწმეებიც Mugler-ის ჩვენებაზე გავხდით. მასში მონაწილეობა მიიღეს: ანჯელა ბასეტმა, პერის ჰილტონმა, ჰელენა კრისტენსენმა, ემბერ ვალეტამ, პალომ ელსესერმა, მარიაკარლა ბოსკონომ, ანოკ იაიმ და ა.შ.
“ამ სეზონზე, მინდოდა, ჩემთვის შთამაგონებელი შემდგარი, ბრძენი, ძლიერი, თავდაჯერებული ქალი მეპოვა,” – განაცხადა დიზაინერმა.
ქეისი ქადვალადერის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექცია მოიცავდა: კორსეტიან ნამუშევრებს, სამოსს მოდის სახლისთვის დამახასიათებელი ძლიერი მხრებით, თიერი მუგლერის ორიგინალ დიზაინზე დაფუძნებულ პლასტმასის სექუინებით გაწყობილ ქმნილებებს, პალტოს ხელით გარდამავალ ფერებში შეღებილი ფოჩებით, ამოჭრილი დეტალების მქონე მიმზიდველ ლუქებსა და გამჭირვალე ქსოვილის გამოყენებით შექმნილ სექსუალურ კაბებს. მსუბუქ, ფარფატა, თეატრალურ ნამუშევრებში ქეისიმ მედუზებისა და რვაფეხების მიმართ არსებული თავისი სიყვარული გამოამჟღავნა.