პანდემიის დაწყების შემდეგ მუგლერი პირველად გამართავს ფიზიკურ შოუს. ქეისი ქედვალადერი მუგლერისთვის ახალ კოლექციას 26 ივლისს პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს.
“მუგლერი პოდიუმზე ბრუნდება და ახალ 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ქეისი ქედვალადერი 2023 წლის 26 იანვარს, პარიზის დროით საღამოს 8 საათზე La Villette-ში წარადგენს,” – ნათქვამია ბრენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ჩვენების მოდელი “see-now-buy-now” იქნება, ხოლო ლოკაცია პარიზის ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარი კომპლექსია, რომელშიც ევროპის ყველაზე დიდი სამეცნიერო მუზეუმია, კომპლექსი ასევე მოიცავს ფილარმონიას, სიმფონიურ დარბაზს და კონსერვატორიას.
მუგლერი აღნიშნული ჩვენებით მაღალი მოდის კვირეულს დახურავს. შეგახსენებთ, რომ ბრენდის ბოლო ფიზიკური ჩვენება 2020 წლის თებერვალში გაიმართა. მას შემდეგ, მუგლერის კოლექციები ვიდეო ან “ლუქბუქის” ფორმატებით ვრცელდებოდა.