ქეისი ქედუალადერი არ ქმნის სამოსს, რომელიც სხეულის ფორმებს ნიღბავს. პირიქით, მისი ნამუშევრებით ისინი იკვეთება, თუმცა არა ვულგარულად და კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. ამერიკელი დიზაინერი არც ისეთ სრულყოფილებას ეტრფის, როგორსაც ფართო მასები ახასიათებენ. მას გაცნობიერებული აქვს, რომ ყველას სხეული ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს მშვენიერია. თვლის, რომ თუ ქალს რაიმეს ჩაცმა სურს და მასში თავს კარგად გრძნობს, უნდა ჩაიცვას. თანამედროვეობა არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს და ქეისის Mugler-იც ამას მოიაზრებს. ის შემოქმედების ცენტრში აყენებს პიროვნებას, ინდივიდს და მას სთავაზობს ტანისამოსს, რომელიც მანამდე შესაძლოა მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული ადამიანისთვის ყოფილიყო მისაღები. მოდის სახლის ახალი კოლექციიდან ეს ძალიან კარგად ჩანს.

ქასთი, რომელიც Mugler-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას წარმოგვიდგენს, მრავალფეროვანი და ორგანულია. Torso Solutions-ის ვიდეოს ყურებისას ისინი თავიანთი ენერგიით, თავდაჯერებულობითა და ინდივიდუალიზმით ახდენენ მაყურებელზე შთაბეჭდილებას.

კატალოგისთვის ფოტოები ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო. 

Mugler შემოდგომა/ზამთარი 2021

Sora Choi

Bella Hadid

Amber Valletta

Barbara Valente

Lourdes Leon

Ylang Messenguiral

Cyrielle Lalande

Jill Kortleve

Yilan Hua

Kai Isaiah Jamal

Kai Isaiah Jamal

Yilan Hua

Kayako Higuchi

Jill Kortleve

Cyrielle Lalande

Ylang Messenguiral

Sora Choi

Kayako Higuchi

Ariish Wol

Lourdes Leon

Precious Kevin

Bella Hadid

Barbara Valente

Lidia Judickaite

Dominique Jackson

Amber Valletta

Lidia Judickaite

Precious Kevin

Bella Hadid