MTV-ის 2022 წლის ევროპული დაჯილდოება გერმანიაში გაიმართა. საღამოს ერთ-ერთი ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი გახდა.

სვიფტი მშობლიურ ამერიკას ოთხი ჯილდოთი დაუბრუნდება, ესენია: წლის საუკეთესო არტისტი, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო პოპი და საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეო.

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა მუსიკოსმა რიგით მეათე ალბომი Midnights გამოუშვა. ახალი ალბომის შემდეგ, ტეილორი ხშირად გვთავაზობს დასამახსოვრებელ სტილის მომენტებს. ამჯერად სვიფტმა ქართველი დიზაინერის, დავით კომახიძის კოსტიუმები მოირგო.