ოსკაროსანი კენიელი მსახიობი, ლუპიტა ნიონგო Chanel-ის ახალი ამბასადორია. სიახლე მოდის სახლმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მსახიობი პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდის 2025 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებას დაესწრო. 

უკვე 10 წელი გავიდა, რაც ნიონგო პოპულარული გახდა და მას შემდეგ Chanel მისი რჩეული ბრენდია. ლუპიტა ნიონგო მოდის სახლის კოსტიუმებში ხშირად გამოჩენილა სხვადასხვა ოფიციალურ წვეულებაზე, დაჯილდოებასა და წითელ ხალიჩაზე. როგორც ნიონგომ პრესასთან განაცხადა, 2013 წლამდე, სანამ ფილმისათვის 12 Years a Slave ოსკარს მიიღებდა, მისი ცხოვრების სტილი მოდასთან არ იკვეთებოდა. 

იხილეთ Chanel -ის ახალი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია: