Viktor & Rolf დაარსებიდან 30 წლის აღსანიშნავად იტალიურ ფეხსაცმლის ბრენდთან, Superga-სთან მოულოდნელ კოლაბორაციას აანონსებს.
კოლაბორაცია კაფსულა კოლექციის სახით ჩაეშვება გაყიდვაში, რომელშიც Superga-ს 2 ყველაზე პოპულარულ სნიკერებს 2790-სა და 2708 high-top-ს ვიხილავთ. მოდელები Viktor & Rolf-ის სახლის კოდების დეტალებითაა გაფორმებული, კერძოდ ბაფთითა და “couture” ყვავილებით. სნიკერების ორივე ვერსია აბრეშუმისგანაა დამზადებელი.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2023/07/1viktor_rolf_superga_feat-683x1024.webp)
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2023/07/viktor_rolf_superga_feat-683x1024.webp)
2708 high-top მოდელს ხელნაკეთი ყვავილების გარდა (რომელიც აბრეშუმისა და ორგანზისგანაა შექმნილი) სვაროვსკის კრისტალებიც ამშვენებს. ფეხსაცმლის ფასები 300-დან 350 ევრომდე მერყეობს, ფერთა გამა კი ვარდისფერში, თეთრსა და შავშია გადაწყვეტილი.
ბოლო პერიოდში, Superga-სთვის ეს მეორე კოლაბორაციაა. ცოტა ხნის წინ, ბრენდსა და გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, Barbie-ს შორისაც შედგა თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სუპერგამ ბარბის თემატიკით შექმნილი რამდენიმე დიზაინი წარადგინა.
![](https://fashionholicsonline.com/wp-content/uploads/2023/07/barbie_x_superga_feat.webp)