მოსკოვში რუსმა რეპერებმა იგორ კრიდმა, ტიმატიმ და რესტორატორმა ანტონ პინსკიმ ახალი კაფე გახსნეს, სახელწოდებით Gucci Cafe. თუმცა ადგილი მხოლოდ იტალიური მოდის სახლის სახელს არ ატარებს – სივრცეში ავეჯი და კედლები Gucci-ის ცნობილი მონოგრამით არის გაფორმებული, ასევე გამოყენებულია ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერები და დიზაინ ელემენტები. მიუხედავად იმისა, რომ საზეიმოდ გახსნილი კაფის ფასადზე ამობრუნებულად და შებრუნებულად Gucci-ს სახელი იკითხება, Kering-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდს მასთან კავშირი არ აქვს და მფლობელებს სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვა არ მიუღიათ.

The Fashion Law-ს ცნობით, კაფის გახსნამდე სარესტორნო მიზნებისთვის ანტონმა რუსეთში სცადა დაერეგისტრირებინა Gucci-სთან დაკავშირებული სასაქონლო ნიშნები: Gucci Cafe-ს და Gucci-ს ამობრუნებული და შებრუნებული ვარიანტები, ასევე – Dom Gucci (გუჩის სახლი). ისიც უნდა ითქვას, რომ დასავლური ბრენდების რუსეთიდან გავსლის შემდეგ, პინსკის და ტიმატის უკვე აქვთ ამგვარი გამოცდილება, როდესაც თავიანთ სამშობლოში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესი Stars Coffee-სთვის და ლოგოსთვის გაიარეს, რომელიც ძალიან ჰგავს Starbucks-ისას.

© The Fashion Law

“ბრენდს არ გაუცია რაიმე ნებართვა, თანხმობა თუ უფლება [ვინმესთვის], რათა გაეხსნათ და ემართათ ეს ინსტიტუცია, კონტრაქტის ქვეშ თუ სხვაგვარად,” – განაცხადა Gucci-ის წარმომადგენელმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ საპასუხოდ კომპანიაში “ყველა საჭირო დამცავ ზომას” მიიღებენ.