2023 წლის მარტში, ჯერემი სკოტმა განაცხადა, რომ ათწლიანი მოღვაწეობის შემდეგ,  Moschino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებდა. სკოტი ბრენდის კრეატიულ დირექტორად 2013 წლის ოქტომბერში წარადგინეს და ამ პერიოდის განმავლობაში, დიზაინერმა მოდის სამყაროს თავი ფერადი კოლექციებით, სანახაობრივი შოუებით და მოულოდნელი კოლაბორაციებით დაამახსოვრა.

ახლახან Moschino-მ ჯერემი სკოტის შემცვლელი დაასახელა. ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად იტალიელი დიზაინერი დავიდე რენე (Davide Renne) დასახელდა. აღსანიშნავია, რომ რენე ორი ათწლეულის განმავლობაში Gucci-ის ქალის ხაზის უფროსი დიზაინერი იყო, რაც შემოქმედებითი ხელმძღვანელის შემდეგ, მოდის სახლში ყველაზე მაღალი პოზიციაა. 

დავიდე რენე ბრენდში ოფიციალურად მოღვაწეობას 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს. Moschino-ში მისი პირველი ნამუშევარი 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია იქნება, რომლის ჩვენება მომავალ წელს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შედგება.