14 ივნისს მილანში მამაკაცის მოდის კვირეული დაიწყო. ამ ქალაქში დიზაინერები თავიანთ კოლექციებს 18 ივნისის ჩათვლით წარადგენენ. ჩვენ უკვე ვიხილეთ რამდენიმე დასამახსოვრებელი ჩვენება, მათ შორის: Moschino, Dsquared2, Fendi.
“უმჯობესია ჩაიცა ისე, როგორც გსურს, ვიდრე ისე, როგორც უნდა გეცვას,” – ვკითხულობდით ფრანკო მოსკინოს ამ სიტყვებს მოსკინოს ჩანთის ერთ-ერთ მოდელზე. კოლექციის დეტალებად ისეთი ფორმები და ვიზუალები მოგვევლინა, როგორებიცაა: კრუასანი, სანი საიდ აფი, საზამთრო, ბანანი, პიცის ნაჭერი, ფეხბურთთან დაკავშირებული პრინტები; ეს იყო ადრიან აპიოლაზას მამაკაცის პირველი კოლექცია, რომელიც მოსკინოს მოდის სახლისთვის შექმნა.
ჩვენების ჩანაწერი
Dsquared2-ის დინ და დენ კეიტენებმა თავიანთ ენერგიულ ჩვენებაზე გამჭირვალე შიფონის და ლატექსის ნამუშევრებით მოხიბლეს აუდიტორია. სექსუალური, ეროტიული ელემენტების შემცველი კოლექცია ქმნიდა განწყობას, რომელიც 1980-იანი წლების ანდერგრაუნდ გეი კულტურას უკავშირდება, როდესაც ტყუპი დიზაინერები კლუბებში რაღაც ამაღელვებელისკენ მიისწრაფოდნენ. ეს იყო ქალისა და მამაკაცის გაერთიანებული კოლექციების ჩვენება, სახელწოდებით #D2HEAT.
ჩვენების ჩანაწერი
წელს ფენდი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მამაკაცის ახალი კოლექცია კი პირველია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ კოლექციებს შორის. 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის, სილვია ვენტურინი ფენდის მიზანს მოდის სახლის წარსულის, აწმყოს და მომავლის მესიჯების გაჟღერება წარმოადგენდა, ამისთვის ის არქივს მიუბრუნდა, რათა, როგორც თავად აღნიშნა, თავისი ნამუშევრებით კოდებსა და სიმბოლოებზე ესაუბრა.
ჩვენების ჩანაწერი