მოდის თვის დასრულების შემდეგ, Models.com-ი ტრადიციულად აქვეყნებს ახალბედა სახეების რეიტინგს. ნიუ-იორკიდან პარიზამდე, მოდის 4 დედაქალაქში ჩატარებულ ჩვენებებზე გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ქასთინგ დირექტორებმა უამრავი ახალი სახე წარადგინეს, მათ შორის არის მატილდა გვარლიანიც, რომელიც წამყვან ჩვენებებზე პირველად ვიხილეთ. დიორი, შანელი, კაროლინა ჰერერა – მატილდა 7 ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის ფენდის “ბაგეტისადმი” მიძღვნილ ჩვენებაზეც, ხოლო Rokh-ის ჩვენება გახსნა. მსოფლიო პოდიუმებზე დიდი წარმატების შემდეგ, Models.com-მა მატილდა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.

ამასთან ერთად, Zara-ს მიერ ახლახანს გავრცელებულ ვიდეოში მატილდას ფოტოც არის. კამპანიის ფოტოგრაფი ლეგენდარული სტივენ მეიზელია.