სნიკერების ტრენდს მოდაში პიკისთვის ჯერ კვლავ არ მიუღწევია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, მას შემდეგ, რაც Miu Miu -მ და New Balance-მა ახალი კოლაბორაციული მოდელი წარმოადგინეს. ყველასთვის საყვარელმა ბრენდებმა სანდლისა და სპორტული ფეხსაცმლის გაერთიანებით ”530 SNEAKER MULES” შექმნეს.

New Balance ცნობილია ინოვაციური და ექსპერიმენტული ხედვით, Miu Miu კი თანამედროვე მოდის ერთ-ერთი მთავარი ტრენდსეთერია. 2023 წელს, Lyst Index-ის მიხედვით, Miu Miu მომენტის ყველაზე სასურველი ბრენდი იყო. ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა უკვე რამდენიმე სეზონია აქტიურ ფაზაშია.

ახალი კოლაბორაციული მოდელი ბრენდებმა ორ ფერში წარმოადგინეს, ჯერ-ჯერობით გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და მოდელის ზუსტი ფასი უცნობია.