Miu Miu-მ ზოი გრეტნერის გადაღებული ახალი გამპანია გამოაქვეყნა, სახელწოდებით “Miu Miu LIVE!,” რომელშიც მონაწილეობას იღებენ: ემა კორინი, ეთელ კეინი, მია გოთი, ზაია უეიდი და სხვები. გადაღებაზე სტილისტად ლოტა ვოლკოვამ იმუშავა, კრეატიულ დირექტორად კი – ედვარდ ქუარმბიმ.

© Miu Miu

ნაცრისფერ ფონზე გადაღებული კადრები “ადგილს იკავებს აწმყოსა და მომავალს შორის” – აღნიშნულია მოდის სახლის გამოქვეყნებულ პრეს რელიზში. “ნაცრისფერის ელფერებში გარდამავალ, დემოკრატიულ სივრცეებს – აეროპორტი? სატელევიზიო სტუდია? – და ყველგან და არსად გადაადგილების ცნებას შორის. გმირები, რომლებიც ამ სამყაროში ცხოვრობენ კონცენტრირებულები არიან როგორც საკუთარ თავზე, ისე გარე სამყაროზე.”

© Miu Miu

კამპანიის მონაწილეები რეკლამას უწევენ Miu Miu-ს 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას, რომლის ჩვენებაც მარტში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.