“კომფორტული, სექსუალური, მაგარი” – ამ სიტყვებით არის დახასიათებული Fendi-ის მიერ ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია. სილვია ვენტური ფენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი ნამუშევრები დახვეწილი და მდიდრულია. მათში მოდის სახლის კოდები, პრაქტიკული ელემენტები, მოულოდნელი დეტალები და განსხვავებული ტექსტურები მამაკაცის ტრადიციულ სტილთან ერთიანდება.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები ცალმხრიანი ტოპები სილვიას პერსონალურ ისტორიას ეხმიანება. როდესაც ის 1980-იან წლებში ნიუ-იორკში ცხოვრობდა და Bergdorf Goodman-ში მუშაობდა, “ნორმალური” ტანსაცმლის შიგნით სწორედ ცალმხრიანი მაისური ეცვა, რათა სამუშაოს შემდეგ Studio 54-სა თუ Roxy-ში წასასვლელად მზად ყოფილიყო.

ჩვენებაზე მოდელებმა ასევე წარმოადგინეს ქაშმირის ორმხრივი პალტოები, ნაქსოვი გამჭირვალე სვიტერები, ფოჩებიანი პონჩოები, ტყავის შარვლები შავსა და ყავისფერში, მხარზე გადაკიდებული მოსასხამები, მონოგრამიანი შარფები და, რა თქმა უნდა, ბრენდის ცნობილი ჩანთა “ბაგეტის” ვარიაციები.

“ეს არის სამოსი, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს,” – განაცხადა სილვიამ.

Fendi შემოდგომა/ზამთარი 2023/24 – მამაკაცის კოლექციის ჩვენება