Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე წარმოდგენილ ტიულის, შიფონის და მაქმანებიან კაბებში სენსუალური ბუნება ვლინდებოდა. კოლექციაში შავი ფერი დომინირებდა. ფერთა პალიტრა ასევე მოიცავდა: მბზინავ ოქროსფერს, თეთრს და წითელს. სამოსის შექმნისას დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ აქცენტი ქალის თეთრეულის ელემეტენტებზე გააკეთეს, რომლებიც კოლექციის ხასიათს მკაფიოდ გამოხატავდა. როგორც იტალიელი დიზაინერები მიიჩნევენ, “მგრძნობელობა არსებითად უკავშირდება შინაგან გამოცდილებას, რომელიც ქალებს სპონტანურებად და ბუნებრივებად აქცევს.”
© Dolce & Gabbana
ჩვენების ჩანაწერი
Bottega Veneta-მ ჩვენებების “იტალიური” ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი შემოგვთავაზა. კოლექციების სერია მიზნად ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის ჩვენებას ისახავდა, თუმცა მესამე შოუ ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა. მასზე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, პერსონაჟები ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ. მოდის სახლის კრეატიული დირექტორის, მეთიუ ბლაზის, თქმით, ის მოხიბლული იყო იტალიაში მოწყობილი მსვლელობის იდეით, “პროცესიის, უცნაური კარნავალის, რომელსაც ადამიანები სხვადასხვა ადგილიდან შეუერთდნენ და სვლა ერთი მიმართულებით დაიწყეს. მინდოდა მენახა თუ რატომ იყრიდა ხალხი თავს სივრცეში, სადაც იერარქია არ არსებობს და ყველა დაპატიჟებულია.” წინა კოლექციების მსგავსად, ამჯერადაც დიდი რაოდენობით იყო ნაჩვენები ტყავის ნამუშევრები, რომლებიც ერთი შეხედვით გვაფიქრებინებს, რომ სხვა მასალების გამოყენებით არის დამზადებული და სხვადასხვა ქსოვილებს ბაძავს.
© Vogue Runway
ჩვენების ჩანაწერი
რამდენიმე კვირის წინ რიანამ პროდუქტის განთავსების შთამბეჭდავი მაგალითი გვაჩვენა – სუპერთასის ფინალზე თავისი გამოსვლის დროს, რომელსაც თვალს მრავალი მილიონი ადამიანი ადევნებდა, საკუთარი ბრენდის, Fenty-ის, პუდრა გამოიყენა. მილანის მოდის კვირეულზე Giorgio Armani-ის პოდიუმზე ბოლოს გამომსვლელმა მოდელმაც მსგავსი ფორმით წარადგინა იტალიური ბრენდის Cipria (პუდრა). კოლექცია უმეტესწილად მიწიერი ტონებისგან შედგებოდა, ისეთივე ფერებისგან, როგორებიც Armani Beauty-ის პროდუქტებში გვხვდება. “მაკიაჟი ყოველთვის ინტიმური და პერსონალურია. ისევე, როგორც ატმოსფერო, რომლითაც ეს კოლექცია არის გაჟღენთილი,” – აღნიშნულია მოდის სახლის მიერ.
© Giorgio Armani
ჩვენების ჩანაწერი