მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში ახალი კოლექცია წარადგინა იტალიური მოდის ლეგენდამ, ჯორჯო არმანიმ. ტრადიციულად არმანის ჩვენება კლასიკური კოსტუმებით და შარვლებით გაიხსნა, რომლებსაც დიზაინერის ესთეტიკისთვის დამახასიათებელი სამკაულები ამშვენებდა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს არმანიმ დედამიწა უწოდა, რადგან შთაგონება მეტწილად ბუნებისგან მიიღო. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილი ლუქები ნათელ და დახვეწილ სილუეტებს ქმნიდა. დიზაინერი ფინალში მოდელთან ერთად გამოჩნდა, რომელსაც ყვავილის პრინტიანი საღამოს კაბა ეცვა.
ჯორჯო არმანი გაზაფხული/ზაფხული 2020 – მილანის მოდის კვირეული.
კოლექცია სრულად – Armani S/S 2020
ბუნებას და კლიმატურ პრობლემებს ეხებოდა ანჯელა მისონის უახლესი კოლექციაც, რომელიც მილანის მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოების სიმრავლით გამოირჩეოდა. ჯამში ათასამდე სტუმარი ეწვია Bagni Misteriosi – ს მისონის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუს პრეზენტაციას. სივრცის მონუმენტურობამ კოლექციის მიმართაც მოლოდინი გაზარდა. ვერ ვიტყვით, რომ ანჯელამ სტუმრებს იმედი გაუცრუა, რადგან ეს იყო ისეთი მისონი, როგორიც ბრენდის მყიდველებს მოსწონთ და უყვართ: ადვილად სატარებელი, საზაფხულო, ფერადი, საცურაო კოსტუმებზე გადმოცმული ბადეებით, მოკლე კაბები და მაისურები, ქურთუკები, რომელიც ორივე სქესისთის არის განკუთვნილი.
მისონი გაზაფხული/ზაფხული 2020 – მილანის მოდის კვირეული.
კოლექცია სრულად – Missoni S/S 2020
დაძაბული 2018 წლის შემდეგ, დოლჩე & გაბანას შემოსავალმა იკლო. ჩინური ბაზრიდან გამოთიშვა დომენიკო დოლჩეს და სტეფანო გაბანას პირად ქონებაზეც აისახა. ალბათ სწორედ ამიტომ, 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაში დიზაინერებმა კომერციულად თავიანთი ყველაზე წარმატებული პროდუქტები შემოგვთავაზეს. შოუში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მოდელებმაც. რამდენიმე სეზონია თათია ახალაია დოლჩე&გაბანას პოდიუმის საყვარელ მოდელად ჩამოყალიბდა. დებიუტი ჰქონდა მატილდა გვარლიანს, რომელიც პირველად გამოვიდა საერთაშორისო პოდიუმზე.
თათია ახალაია
მატილდა გვარლიანი
კოლექცია სრულად – Dolce & Gabbana S/S 2020