დღეს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა ახალი დეტალები გაამჟღავნა დაგეგმილი გამოფენის შესახებ, რომელიც კოსტიუმების ინსტიტუტში მოეწყობა. როგორც ცნობილი გახდა, ქალი დიზაინერების შემოქმედებაზე ორიენტირებულ გამოფენაზე კოსტიუმების ინსტიტუტის კოლექციიდან გამოტანილი იქნება 70 შემოქმედის დაახლოებით 80 ნამუშევარი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მე-20 საუკუნის, ისე თანამედროვე, სახელგანთქმული და ასევე ნაკლებად ცნობილი ქალი დიზაინერების ქმნილებები. მათ შორის ვხვდებით შემდეგ სახელებს: მადლენ ვიონე, ენ ლოუ, კლერ მაკკადრელი, იზაბელ ტოლედო, ვივიენ ვესტვუდი, რეი კავაკუბო, მიუჩია პრადა, კლერ უეით კელერი და ა.შ.

გამოფენა სახელწოდებით, “ქალები აცმევენ ქალებს” დამთვალიერებლებს 2023 წლის 7 დეკემბრიდან 2024 წლის 3 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.