2024 წლის 6 მაისს მსოფლიო პრესის ყურადღება მეტროპოლიტენის მუზეუმისკენ იყო მიპყრობილი. ამ დღეს მოდის სამყაროს ყველაზე სანახაობრივი ღონისძიება – Met Gala გაიმართა. Met Gala ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს იმართება და ის წინ უძღვის მეტროპოლიტენის მუზეუმის განყოფილების – “კოსტიუმების ინსტიტუტის” გამოფენას. გამოფენა ყოველწლიურად სპეციალურად შერჩეული თემატიკის ირგვლივ ვითარდება და ეს თემა განსაზღვრავს Met Gala-ს დრესკოდსაც. “მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება” – სწორედ ეს არის 2024 წლის გამოფენის თემა, ხოლო დრესკოდად ორგანიზატორებმა – The Garden of Times დაასახელეს. 

Met Gala-ს ხალიჩამ წელს ტრადიციულად სხვადასხვა სფეროს უამრავი წამყვანი ფიგურა გააერთიანა. თითოეული მათგანი საღამოსათვის საგანგებოდ შერჩეული კოსტიუმით წარდგა. როგორც ყოველთვის ვარსკვლავების ჩაცმულობას ინტერნეტისგან სახალისო რეაქციები მოჰყვა. მიმების ტალღაში განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩევა Instagram-ის ანგარიში – RickDick, რომელიც ჩვეული იუმორით გვთავაზობს პოპ კულტურაში მომხდარი მოვლენების თავისებურ ინტერპრეტაციებს.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: