
2023 წლის Met Gala-მ მოსალოდნელი ხმაურით ჩაიარა. წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ: ჯარედ ლეტო, რიანა, ჯენიფერ ლოპეზი და ჰოლივუდის სხვა წამყვანი სახეები. თუმცა, მოდაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო მხოლოდ წითელი ხალიჩითა და ექსკლუზიური ღონისძიებით არ შემოიფარგლება – როგორც ყოველთვის, მას თან არანაკლებ ექსკლუზიური after-party მოჰყვება, რომელსაც წელს Chanel-მა უმასპინძლა.
წვეულებამ Mercer Hotel-ის ჯერ კიდევ გაუხსნელ ბარში, Sartiano’s-ში გაიმართა. შანელის მუზებს, კარა დელევინსა და მარგო რობის შეუერთდნენ კოკო როშა, ჯერემი სტრონგი, გლენ ქლოუსი, პრინცესა მარია-ოლიმპია და სხვები. ვარსკვლავებმა დრამატული ლუქები წითელი ხალიჩიდან კოქტეილის კაბებით ჩაანაცვლეს.


















