WWD-ის ინფორმაციით, გასულ 48 საათში, კორსეტების მიმართ ინტერესი 107%-ით გაიზარდა. რაც ბუნებრივია, რომ “მეტ გალას” უკავშირდება.

2 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმმა 2022 წლის Met Gala-ს უმასპინძლა. გამოფენის და სანახაობრივი წითელი ხალიჩის თემად ამერიკული მოდის ანთოლოგია (1870 – 1900 წლები) შეირჩა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა დიდი ნაწილი თემისგან დისტანცირდა, მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელი დეტალები მაინც თვალშისაცემი იყო.


ჯიჯი ჰადიდი ვერსაჩეს კორსეტით


ბილი აილიში გუჩის კორსეტით


პალომა ელსესერი ქოაჩის კორსეტით


ეშლი პარკი პრაბალ გურუნგის კორსეტით


ბელა ჰადიდი ბარბერის კორსეტით