პოპ-კულტურის და მოდის ყველაზე გახმაურებულ საღამომდე დღეები რჩება, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები ნიუ-იორკში იკრიბებიან. 2021 წლის Met Gala 13 სექტემბერს გაიმართება და ამერიკულ მოდას მიეძღვნება, თუმცა გავრცელებული ხმებით, კიმ კარდაშიანი არა ამერიკელი, არამედ Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას სამოსით გამოჩნდება.
რამდენიმე საათის წინ, კარდაშიანმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები ატვირთა და დემნა გვასალია მონიშნა. კიმს Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია აცვია, რომელიც დემნამ საქართველოს მიუძღვნა. ეს ერთ-ერთი ბოლო ჩვენება იყო გვასალიასთვის ვეტმანის კრეატიული დირექტორის ამპლუაში.
2019 წელს, ქართველმა დიზაინერმა Vetements ოფიციალურად დატოვა.
რაც შეეხება ჩანთას, კიმს Balenciaga -ს პოპულარული Hourglass მოდელი უჭირავს, რომელიც ქართველმა დიზაინერმა, პირველად, ბალენსიაგას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში წარადგინა.