მერილ სტრიპის პირველი ოქროს პალმის ჯილდოს მიღებიდან 30 წელზე გავიდა, თუმცა 77-ე კანის კინოფესტივალზე ის კვლავ ყველაზე დიდი ვარსკვლავია. Dior-ის ოტ-კუტიურ კაბაში გამოწყობილი მსახიობი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ პოზირებდა, მანამ სანამ მას საპატიო Palme d’Or-ი გადასცეს.

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ წლევანდელი ჟიურის წევრებიც: ფილმის “Killer of the Flower Moon” ვარსკვლავი ლილი გლადსტოუნი, Barbie-ს გრეტა გერვიგი, თურქი სცენარისტი ერბუ სეილანი, ფრანგი მსახიობი ევა გრინი, ლიბანელი რეჟისორი ნადინ ლაბაკი, და სხვანი.

თუმცა, მანამ სანამ ჟიური 22 ფილმიდან წლევანდელ გამარჯვებულს გამოავლენს, კინოფესტივალზე კვენტან დუპიუს ახალი ფილმის “მეორე აქტის” სკრინინგი შედგა, რომლებსაც მსახიობები ლია სეიდუ, ლუი გარელი, ვენსან ლინდონი და რაფაელ კენარი დაესწრნენ. ლია სეიდუს, ტრადიციულად, Louis Vuitton-ის კაბა ამშვენებდა.

ფრანგი სუპერვარსკვლავი, ჯულიეტ ბინოში წითელ ხალიჩაზე წითელ კაბაში გამოჩნდა, რომელიც, მერილ სტრიპის მსგავსად, Dior-ის ოტ კუტიურია. ამერიკელმა მსახიობმა და აქტივისტმა ჯეინ ფონდამ Elie Saab-ის შავი კომბინიზონი მოირგო, რომელზეც თავდაპირველად ლეოპარდის პრინტის ქურთუკი ეცვა.