მერი კატრანზუ Bulgari-ს აქსესუარების და ტყავის ნაწარმის პირველი კრეატიული დირექტორი გახდა. ამ როლზე საბერძნეთში დაბადებული და ლონდონში დაფუძნებული დიზაინერი პასუხისმგებელი იქნება როგორც ჩანთების ექსკუზიურ კოლექციაზე და უნიკალურ კლატჩებზე, ისე ძვირფას სამკაულებზე.

Bulgari-სთან მერიმ პირველად 2019 წელს ითანამშრომლა, როდესაც დიზაინერმა ათენში, პოსეიდონის ტაძარში გამართული ჩვენებაზე წარმოდგენილი თავის ნამუშევრები იტალიური ბრენდის ყელსაბამებით, სამაჯურებით და სამკაულებით დაამშვენა. 2021 წელს კოლაბორაცია ახალ ფაზაში შევიდა, როდესაც მერიმ Bulgari-სთვის სერპენტის მოტივით შთაგონებული კაფსულა კოლექცია – Mary Katrantzou x Bulgari შექმნა.