ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი, სტელა მაკარტნი უინძორების სასახლეში იმყოფებოდა, სადაც იგი ბრიტანეთის იმპერიის მესამე ხარისხის ორდენით (Commander of the Most Excellent Order of the British Empire -CBE) დაჯილდოვდა.
მეფე ჩარლზ III-მ დიზაინერს საპატიო წოდება და ორდენი მდგრადი მოდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცა.
“ეს იმდენად საამაყო და ემოციური დღეა ჩემთვის, არა მხოლოდ მეფე ჩარლზ III-ისგან ამ შესანიშნავი ჯილდოს მისაღებად, არამედ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაბადების დღის ბოლო საპატიო სიაში მოსახვედრადაც,” – აღნიშნა დიზაინერმა, რომელსაც ქუდების ლონდონელი ოსტატის, Emily-London-ის შექმნილი შავი მაქმანებიანი, წერტილოვანი ვუალი ამშვენებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს რიგით მეორე საპატიო წოდებაა დიზაინერისთვის. 2013 წელს, სტელა მაკარტნის დიდი ბრიტანეთის რიგით მეოთხე ხარისხის ორდენი – OBE გადაეცა. მაშინ, დიზაინერს ჯილდო დედოფალმა, ელიზაბეტ II-მ წარუდგინა.