კარლ ლაგერფელდის კატა, ისევე როგორც ჩვენ, კვლავ ტრაურშია. თუმცა შუპეტი – რომელიც სამწუხაროდ, მემკვიდრეობის სახით ვერ მიიღებს ვერანაირ ფულად სახსრებს მისი აწ უკვე გარდაცვლილი საკმაოდ მდიდარი პატრონისგან, ამ ბნელი დროების ჟამსაც არ რჩება საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა. შესაძლოა სწორედ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, მან გადაწყვიტა გამოუშვას მაისურების, ფინჯნების და აიფონის ქეისების ლიმიტირებული კოლექცია. კარლი ალბათ…. იამაყებდა?

#RIPDaddy– ს კოლექცია ხელმისაწვდომი იქნება მისი ოფიციალური ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. როგორც პრეს–რელიზში განმარტავენ: “მიუხედავად მძიმე და გულდასაწყვეტი პერიოდისა, შუპეტის თავყვანისმცემლებმა, გამომწერებმა და მოდის წარმომადგენლებმა ის თანადგომით და სითბოთი აავსეს, რისთვისაც ის სამუდამოდ მადლიერი იქნება. სწორედ ამ სიყვარულმა და მხარდაჭერამ მისცა მას საკმარისი ძალა, რათა გადაედგა ნაბიჯი და შეექმნა #RIPDaddy – ს სამახსოვრო კოლექცია. ტანსაცმელი და აქსესუარები მონიკა სმაილის მიერ იქნა ილუსტრირებული, ვინც ასევე შუპეტის დღიურის ლოგოს შემქმნელია.მასზე შუპეტი წარმოდგენლია ვუალით, კარლის საფირმო ჰალსტუხით და სათვალეებით. პრეს–რელიზი ასევე ბუნდოვნად მიუთითებს იმის თაობაზე, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი ჰელენ ვუდვარდის ცხოველთა ცენტრს მოხმარდება კალიფრონიაში, რაც მთელ ამ ისტორიას უფრო ნაკლებად უცნაურს ხდის.