ახლახანს დავასრულე ალექსანდრ მაკქუინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ყურება, რომლის პრემიერა შარშან შედგა. 2 საათზე გაცილებით მეტი დრო მაქვს დათმობილი ლის ნიჭის, დადებითი და უარყოფითი თვისებების კვლევაში, მაგრამ McQueen-ის 2 საათიანი დოკუმენტური ფილმის ხილვას 1 წელი მოვანდომე. დავაბრალოთ მოდის შესახებ გადაღებული ფილმების მიმართ ჩემს სკეპტიკურ განწყობას. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება არც ახლა შემცვლია და კვლავ ვფიქრობ, რომ მოდის ინდუსტრიის ნამდვილ სახეზე წარმოდგენის შესაქმნელად ფილმები საუკეთესო გზა არ არის, McQueen – ს რეკომენდაციას ვუწევ. არ აქვს მნიშვნელობა მოყვარული ხართ, თუ პროფესიონალი, დამწყები, თუ კარგად გაცნობიერებული, ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ.

ფილმში თანმიმდევრულად და სწორად არის გადმოცემული ლი მაკქუინის გზა ალექსანდრ მაკქუინამდე, როგორ გახდა ლონდონელი ტაქსისტის შვილი ბრიტანული მოდის მეამბოხე მეფე და რატომ დაასრულა ცხოვრება თვითმკვლელობით. განხილულია მაკქუინის გენიალური კოლექციების შინაარსი, “Highland Rape” კოლექციიდან მის უკანასკნელ ჩვენებამდე.

შექებას იმსახურებს მისი ორივე მხარის წარმოჩენა. ის გენიალური ნიჭის პატრონი იყო, თუმცა ჰქონდა მეორე და ძალიან ბნელი მხარე, რომელმაც შეიწირა.

დოკუმენტური ფილმი McQueen (2018) ქართულად არის ნათარგმნი Adjaranet.com -ზე.