მეთიუ სალვაინგი პარიზში მოღვაწე ფოტოგრაფია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და იღებს ყველაზე საინტერესო ინტერიერის მქონე საცხოვრებელ სახლებს, რესტორნებს, სასტუმროებს და ა.შ. ის მუშაობს ისეთ გამოცემებთან, როგორებიცაა: Vogue, Harper’s Bazaar, Architectural Digest, W, AD France, T Magazine, Elle, Travel & Leisure და სხვა. 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, მეთიუ სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც ლეგენდარულ ბრაზილიელ არქიტექტორთან, ოსკარ ნიემეიერთან თანამშრომლობდა. მათ ერთად მრავალ პუბლიკაციაზე იმუშავეს, მათ შორის აღსანიშნავია Assouline-ის მიერ გამოცემული 2001-2010 წლების რეტროსპექტივა.


2020 წლის 20 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, RIZZOLI – ახალ წიგნს გამოაქვეყნებს, “Matthieu Salvaing: Interior Voyages”, რომელიც მეთიუს ნამუშევრების მორიგი ნაკრები იქნება, თუმცა არანაკლებ საინტერესო და შთამაგონებელი, ვიდრე მისი წინა წიგნები. ახალი მიმართულებების გარდა, წიგნში უფრო მეტი ინფორმაციაა ამა თუ იმ სახლსა თუ ძეგლზე. მაგალითად, მილანში მდებარე ვილა ნეჩი, რომელიც 30-იან წლებში პიერო პორტალუპის მიერაა აშენებული, იტალიური მოდერნიზმის სტილში. ასევე წიგნში ნახავთ ჯონ ლოტნერის ტრიუმფალურ ნამუშევარს – აკაპულკოში მდებარე არანგოს რეზიდენციას, რომელიც არქიტექტორმა 1973 წელს დაასრულა.
“ამ წიგნით მსურდა ამბავი მომეყოლა”, ამბობს წიგნის ავტორი, “ისევე, როგორც რეჟისორები გადმოსცემენ ისტორიებს ფილმებით, მეც მსურდა მომეყოლა ამ სახლების ისტორიები ფოტოებით. ეს ადგილები მართლაც ფილმის გმირებივით არიან, თავიანთი პიროვნული თვისებებით, რომლებზეც ისტორიამ იმოქმედა. მსურდა მათი სული ფოტოებზე აღმებეჭდა და ისინი მსოფლიოსთვის გამეცნო.”
ფილმებთან პარალელი არ არის შემთხვევითი – წიგნში წარმოდგენილ “პერსონაჟებს” შორის შეხვდებით ერთ-ერთ გადასაღებ მოედანს ვონგ კარ-ვაის ფილმიდან “2046”, ისევე როგორც ლუკა გუადანინოს ფილმიდან “I am love”. სანამ წიგნი გაყიდვაში გამოვა, გადაავლეთ თვალი რამდენიმე ექსკლუზიურ კადრს, ისევე როგორც მეთიუს ნამუშევრების არქივს.

































