Forbes -ის ქართულმა გამოცემამ 30 წლამდელთა ახალი სია გამოაქვეყნა, რომელშიც მატილდა გვარლიანი და საბა ბახიაც მოხვდნენ. Forbes Under 30 ყოველწლიურად გვაცნობს ნიჭიერ ახალგაზრდებს განსხვავებული სფეროებიდან, მათ შორის: კულტურა, სტილი, მუსიკა, მეცნიერება, სპორტი, ტექნოლოგიები, მედია და ა.შ.

Forbes Georgia -ს 2024 წლის ახალგაზრდა ლიდერებს შორის მატილდა გვარლიანისა და საბა ბახიას ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ არის- გასული რამდენიმე წელი მათთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.

(c) Forbes Georgia

მატილდა გვარლიანი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც ჟურნალი Vogue დაამშვენა. ამჟამად, მატილდა რეკლამას უწევს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chanel, Gucci და Dior. მისი ფოტოები გამოსახულია მსოფლიოს უდიდესი ქალაქების საშოპინგო სივრცეების ვიტრინებსა და ბილბორდებზე.

(c) Forbes Georgia

Demnagram -ის დამფუძნებელი და კონტენტ კრეატორი, საბა ბახია 22 წლის იყო, როდესაც ფრანგულ მოდის სახლთან, Balenciaga -სთან გააფორმა კონტრაქტი. საბას და ბალენსიაგას თანამშრომლობა 2022 წელს დაიწყო და და მას შემდეგ, წარმატებით გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ბახია Balenciaga -ს კრეატიული დირექტორის, დემნას გუნდის ერთადერთი ქართველი წევრია.