წელიწადის ყველაზე გასაოცარი პერიოდის დადგომასთან ერთად, გარშემო სადღესასწაულო განწყობა სუფევს. უამრავი ადამიანი იწყებს იმ შთამბეჭდავი შესაძლებლობების ზეიმს, რომელთა გაჩენასა და განხორციელებას ისინი ახალი წლის მოსვლის შემდეგ ელიან. ამ დროს ჩვენ განსაკუთრებით დიდი იმედებით შევყურებთ მომავალს, რომელიც სავსეა დაუვიწყარი მომენტებით და გვსურს ჩვენი გამძაფრებული გრძნობები გარეგნულადაც გამოვავლინოთ. სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო განწყობით გაჯერებული სამოსი და აქსესუარები ისეთი სასურველი არასდროსაა, როგორც ამ მაგიურ პერიოდში.

Massimo Dutti-ის ახალი „Night Out“ კოლექცია იდეალურია სადღესასწაულო სიტუაციებისთვის. ის თვალისმომჭრელი ბრწყინვალებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მასში შეხვდებით ბუმბულებით გაფორმებულ საღამოს შავ კაბას, ხავერდის წელში გამოყვანილ ბლეიზერს ქამრით, მთის ბროლის კრისტალებით გაწყობილ მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს და მძივებით დამშვენებულ ჯაჭვის ტოპს, რომლის მორგებაც შეგიძლიათ როგორც კაბებზე, ისე მაისურებსა თუ პერანგებზე.

საზეიმო განწყობა მკაფიოდ ვლინდება ვერცხლისფერ ბადისებრ კაბაში, რომელიც 1990-იანი წლებით არის შთაგონებული. ამ კაბის ჩაცმის შემთხვევაში თქვენ შეუმჩნეველი არ დარჩებით. მასთან ერთად შეგიძლიათ დაიკავოთ იმავე ფერის ჯაჭვის, შავი მძივებით გაწყობილი ჩანთა, რომელიც ბრწყინვალებას კიდევ უფრო შეგმატებთ. აქსესუარი ხელმისაწვდომია ოქროსფერშიც.

ნახევრად გამჭირვალე, ბადისებრი ქსოვილის დეტალებით ასევე დამზადებულია მაისურები, პერანგი და კაბა, რომელიც იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას მინიმალისტურ სტილს ანიჭებს.

თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ არჩევანი თუ რას ჩაიცვამთ განსაკუთრებულ ღამეს, მაშინ Massimo Dutti-ის ახალ კოლექციაში შესაძლოა სწორედ ის აღმოაჩინოთ, რასაც ეძებთ. ამას შეძლებთ როგორც სახლიდან გაუსვლელად – ონლაინ, ისე ბრენდის მაღაზიებში სტუმრობით. შერჩეული სადღესასწაულო ტანისამოსი თუ აქსესუარი თქვენს გარდერობში დიდი ხნის განმავლობაში დაიკავებს ძვირფას ადგილს და შეინახავს გამორჩეულ მოგონებებს, რომლებსაც ყოველთვის სასიამოვნოდ გაგახსენებთ.

Tags :