ვარჯიში და იოგა 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქტივობებია, მეტიც, შესაძლოა ითქვას, რომ ეს უკვე თანამედროვე მსოფლიოს განუყოფელი ნაწილი გახდა. მოდის ინდუსტრიაშიც, რომელიც სარკესავით ირეკლავს რეალობას, სპორტული სამოსი ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება. გაზვიადებული არ იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრებისთვის განკუთვნილ კომფორტულ და ამავდროულად მაღალი ხარისხის სამოსს, მოდაში ახალ გლობალურ ფენომენად მოვიხსენიებთ. ამ ყველაფერთად ერთად, აღსანიშნავია, რომ ფიზიკური დატვირთვის მიმართ ინტერესი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა ვითარებამ კიდევ უფრო გააღვივა. სწორედ ამიტომ Massimo Dutti-ში შექმნეს კაფსულა კოლექცია, რომელიც ეხმაურება გაზრდილ მოთხოვნას სპორტული სამოსის მიმართ.

აქვე უნდა ითქვას, რომ სპორტული სამოსის შექმნისას გასათვალისწინებელია უამრავი ფაქტორი, იქნება ეს სრული კომფორტი, თუ მოძრაობის თავისუფლება – სწორედ ეს გახდა Massimo Dutti-ს ახალი კაფსულა კოლექციის – SOFT 003-ის მთავარი შთაგონების წყარო.

©MASSIMO DUTTI / Photography by Mel Bles

კოლექციაში წარმოდგენილი სამოსი შექმნილია აქტიური მოძრაობისთვის, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ისინი მაქსიმალურ კომფორტს ანიჭებენ ადამიანს და უქმნიან განწყობას ორგანიზმისა და გონების რელაქსაციისთვის, ამ უნივერსალური მოდელების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დროსაც. აღსანიშნავია, რომ გასულ ათწლეულში, სავარჯიშო ტანსაცმელმა ახალი დატვირთვაც შეიძინა და სპორტდარბაზებს გასცდა. ტოპებმა, იოგის შარვლებმა და შორტებმა ყველაზე ტრენდული ვარსკვლავების ქუჩის სტილის ფოტოებში და გლამურულ ღონისძიებებზეც შეაღწიეს. შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ტრენდს, რომელსაც ‘Athleisure’-ს ვუწოდებთ, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ თანამედროვე მოდის ინდუსტრია თავისუფალია სტერეოტიპებისგან და მკაცრი ჩარჩოებისგან.

Massimo Dutti-ს კოლექცია შექმნილია უმაღლესი ხარისხის მასალებისგან და უპირატესობა ენიჭება ორგანულ ბამბასა და ქსოვილების სპეციალურ დამუშავებას, რაც პროდუქტის მდგრადობის მთავარი წინაპირობაა.

„სამოსის ძირითადი დატვირთვა კომფორტისა და თავისუფლების შეგრძნებაა, თუმცა მიმზიდველობის ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანია, ყველაზე მშვიდ მომენტებშიც კი. ფერთა გამა შთაგონებულია ზამთრის ნაზი პალიტრით და მასში არსებული თბილი და ნეიტრალური ტონებით“. – ვკითხულობთ Massimo Dutti-ს ოფიციალურ განცხადებაში.

©MASSIMO DUTTI / Photography by Mel Bles

კოლექციაში წარმოდგენილია ზამთრის სამოსი ქურთუკებისა და მოსასხამების სახით – ეს იმ შემთხვევისთვის თუ იოგის გაკვეთილებს სპეციალურ საკლასო ოთახში გაივლით, ან თუ უბრალოთ ქურთუკების დახვეწილი დიზაინით მოიხიბლებით.

©MASSIMO DUTTI / Photography by Mel Bles

სარეკლამო კამპანიის სახე სუპერმოდელი ნატაშა პოლია, ფოტოგრაფი მელ ბლესი გახლავთ, ხოლო სტილისტი – მარია გალო. გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოს თემატიკა სამოსზე და მის კომფორტულობაზე ფოკუსირდება. ნატაშა კი, როგორც ყოველთვის,იდეალურად წარმოაჩენს კოლექციის ხასიათს.

ქართველი მომხმარებლისთვის კარგ ამბავს წარმოადგენს ის, რომ ეს SOFT 003 ექსკლუზიური კოლექცია მსოფლიოში მხოლოდ 16 მაღაზიაშია წარმოდგენლი და მათ შორის არის Massimo Dutti-ს მაღაზია „სითი მოლში“, საბურთალოზე. აღსანიშნავია, რომ „სითი მოლში“ მდებარე მაღაზია ამიერკავკასიაში ერთადერთია, სადაც ამ კოლექციის შეძენა უკვე არის შესაძლებელი.