პირველი ლედის ჩაცმულობა ინაუგურაციის დღეს ყოველთვის განხილვის თემაა. რატომ აინტერესებს ხალხს, თუ რა აცვია პირველ ლედის? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ პირველი ლედი წარმოადგენს საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. საჯარო გამოჩენებისთვის შერჩეული სამოსი სიმბოლურია და ატარებს მესიჯს, რომელიც ხალხს ყოველთვის აინტერესებს. ამ მხრივ, ჯილ ბაიდენის მიერ შერჩეული საინაუგურაციო სამოსიც არ ყოფილა გამონაკლისი. ჯილ ბაიდენს ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერის, ალექსანდრა ო’ნილის ბრენდის Markarian-ის კოსტიუმი ეცვა. ბრენდი ქალური, წელში გამოყვანილი სილუეტებითა და კოქტეილის კაბებით გამოირჩევა.

Business Insider

See-now-buy-now ერაში, ახალგაზრდა დიზაინერისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა პირველი ლედის მხრიდან ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მესიჯი. ლაქშერი ონლაინ მაღაზიამ, Moda Operandi-მ ვოგთან ისაუბრა იმაზე, რომ ინაუგურაციის შემდეგ Markarian-ის გაყიდვები 570%-ით გაიზარდა. მოთხოვნა გაზრდილია Sergio Hudson-ზეც, – ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე სწორედ ამ დიზაინერის სამოცით გამოჩნდა. სერჯიოს სამოსი ასევე ეცვა ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციის შემდგომ კონცერტზე. FiveStory New York-ში Markarian-ის 20 კაბა გაიყიდა ინაუგურაციიდან 2 დღეში, მაღაზიის საიტზე კი ტრაფიკი 200%-ით გაიზარდა.

Markarian-ის ალექსანდრა ო’ნილმა ვოგთან საუბარში აღნიშნა, რომ მათი ვებსაიტის ტრაფიკიც ძალიან გაზრდილია. “ჩვენს საიტზე სულ უფრო მეტი ადამიანი შემოდის. გაყიდვები და კლიენტთა ბაზა გაიზარდა და ბრენდზე ახლა ბევრად მეტმა ადამიანმა იცის. ჩვენ ახლა გვიკავშირდებიან ქმრები და გვიკვეთავენ საჩუქრებს ცოლებისთვის, რაც ადრე არასდროს ხდებოდა. დოქტორი ბაიდენის მხარდაჭერა განუსაზღვრელია, ჩვენთვის უდიდესი პატივია, რომ მან ინაუგურაციისთვის სწორედ ჩვენი ბრენდი შეარჩია.”