
ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, Park Avenue Armory-ში მარკ ჯეიკობსმა თავისი ახალი კოლექცია წარადგინა.
“მოდა ცხოვრებას აუმჯობესებს და მიმაჩნია, რომ სხვა ადამიანებისთვის ამ საქმის კეთება მშვენიერი, კეთილშობილური რამ არის,” – ეს ვივიენ ვესტვუდის სიტყვებია, რომლებიც მარკმა თავისი ჩვენებისთვის მოიხმო. “პანკის დედოფალი” დეკემბერში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. “მე გავაგრძელებ შენი სიტყვებიდან და ექსტრაორდინარული შემოქმედებიდან სწავლას,” – წერდა მარკი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერის გარდაცვალების დღეს გამოაქვეყნა.
ჩვენებას მუსიკალურად აფორმებდა მევიოლინე ჯენიფერ კოჰი, რომელმაც ფილიპ გლასის ოპერა “Einstein on the Beach”-იდან “Knee Play 2” შეასრულა.
მოდელების თმის სტილით დაწყებული, პლატფორმებზე მდგარი ფეხსაცმელებით დამთავრებული, კოლექციაში ვივიენის გავლენა მრავალმხრივ თვალსაჩინო იყო. ამერიკელმა დიზაინერმა მის ხსოვნას პატივი ასეთი ლამაზი ფორმით მიაგო. მან კოლექციას “Heroes” (გმირები) უწოდა.
ფოტოები ჩვენებიდან












































