Marc Jacobs Beauty 2013 წელს LVMH-სა და Sephora-ს სილამაზის ინკუბატორმა Kendo-მ გამოუშვა, თუმცა 2021 წელს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მისი გამოშვება შეწყვიტა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Coty-სთან პარტნიორობის ფარგლებში მარკ ჯეიკობსის კოსმეტიკის ხაზი ბრუნდება.
Coty უკვე ორი ათწლეულია, რაც Marc Jacobs-ის სუნამოს წარმოების ლიცენზიას ფლობს და როგორც მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სიუ ნაბიმ WWD-სთან განაცხადა, ამერიკელი დიზაინერის სახელობის ბრენდის მაკიაჟის პროდუქტებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ისინი ხელმისაწვდომი დაახლოებით ორ ან სამ წელიწადში იქნება.
“Marc Jacobs-ის მოდის სახლთან ჩვენი დიდი ხნის შეთანხმების გაგრძელება და უფრო მრავალფეროვნად ქცევა მე-20 წლის თავზე, ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის ხანგრძლივ წარმატებასა და ბრენდის უსაზღვრო პოტენციალს,” – აღნიშნა მან თავის განცხადებაში.
Coty-ს პორტფოლიოში ასევე შედის Gucci-ს, Burberry-ს, Kylie Cosmetics-ის, Rimmel-ის და ბევრი სხვა ბრენდის სილამაზისა და თავის მოვლის ხაზები.