Vogue-ის დეკემბრის გამოცემას მიწვეული რედაქტორი ჰყავს და ის დიზაინერი მარკ ჯეიკობსია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული Vogue-ის ნომრის შექმნა ანა ვინტურმა მიწვეულ რედაქტორს მიანდო. მარკ ჯეიკობსის რედაქტორობით შექმნილ ყდაზე მოდელი კაია გერბერია გამოსახული. გამოცემისათვის ფოტოები სტივენ მეისელმა გადაიღო.
როგორც მარკ ჯეიკობსი შემოქმედებით პროცესზე საუბრისას ამბობს, სურდა, ნომერში კრეატიულობა, თავისუფლება, სტილი და ხელოვნება წარმოეჩინა. “როდესაც ანამ იდეით მომმართა, არ ვიცოდი, ამას შევძლებდი, თუ არა. საკმარისად არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში, მაგრამ ანას ადამიანის დარწმუნება კარგად შეუძლია,” – ამბობს მარკ ჯეიკობსი დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ნომრის შექმნის პროცესს ასახავს.
ნახეთ ფოტოსესია ამერიკული Vogue-ის დეკემბრის გამოცემიდან: