გრეტა გერვიგის გახმაურებული ფილმის, “ბარბის” მთავარი გმირი, მარგო რობი ამერიკული ვოგის ზაფხულის ნომრის ყდაზეა. ფილმი კინოთეატრებში ივლისში გამოჩნდება, ხოლო მანამდე მსახიობი ვოგთან საუბრობს, კარიერაზე, გერვიგთან მუშაობასა და თავის “ბარბის” გამოცდილებაზე ბავშვობაში.

“ბარბი არასდროს მქონია,” ამბობს რობი, “ყოველშემთხევაში არ მახსოვს, რომ მქონოდა. მახსოვს, ჩემს ბიძაშვილს ჰქონდა ბევრი და მასთან სახლში მივდიოდი სათამაშოდ.” რობი ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე გაიზარდა, კარიერა სწორედ მშობლიურ ავსტრალიაში, “საპნის ოპერაში” თამაშით დაიწყო. ჰოლივუდში პირველი ნაბიჯების შემდეგ, მოხდა “უოლ სთრითის მგელი” ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, დანარჩენი კი, უკვე ისტორიაა. მარგო რობი “ბარბის” ერთ-ერთი მთავარი პროდიუსერია, როგორც აღმოჩნდა, ფილმის გადაღება დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა, გარკვეულ ეტაპებზე პროექტში ისეთი სახელები იყვნენ ჩართულები, როგორებიც არიან ემი შუმერი და ენ ჰეთევეი. “[პროექტზე] დიდი ხანი ვმუშაობდით. თვითონ სახელიც კი, გლობალურად არარეალურად ცნობილია, როგორც კოკა კოლა,” ამბობს რობი, “რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურდა, რომ მისი 60 წლიანი ისტორიისთვის პატივი მიგვეგო. ამასთან, მხატვრული ფილმისთვის უნდა გაგვეთვალისწინებინა ადამიანებიც, რომლებსაც არა მხოლოდ არ აინტერესებთ ბარბი, არამედ სძულთ ის.”

რობის თქმით, გრეტა გერვიგმა და ნოა ბაუმახმა შესანიშნავად იმუშავეს ფილმის სცენარზე. გერვიგი და რობი ერთად მუშაობდნენ ბარბის როლის ქასთინგზეც, თუმცა, როგორც უკვე ცნობილია, როლი რობიმ განასახიერა. ისინი განიხილავდნენ გალ გადოტს, ისა რეის, ჰარი ნეფს, ემა მეკის, დუა ლიპას, შარონ რუნის, ქეით მაკკინონს და სხვებს.

შანელის კონტრაქტისა და სამსახიობო კარიერის პარალელურად, მარგო სერიოზულადაა დაკავებული პროდიუსერული საქმით. მისი კომპანია “LuckyChap” ასრულებს “ბარბიზე” მუშაობას და აგრძელებს ემერალდ ფენელის ახალ ფილმზე “Saltburn“-ზე მუშაობას. როგორც კი “ბარბის” პრემიერა და პრესტური დასრულდება, რობი სწორედ აღნიშნული ფილმის პიარ სტრატეგიაზე იმუშავებს.

იხილეთ ყდა და “ქავერ სთორი”:

მოდის რედაქტორი – გაბრიელა კაეფა-ჯონსონი

ფოტოგრაფი – ითან ჯეიმს გრინი