1990-იან წლებში ქეით მოსმა Versace-სთვის თმა ვარდისფრად შეიღება და მოდის სახლის 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე ახალი იმიჯით წარსდგა. სწორედ ამ პერიოდში, 1998 წელს იურგენ თელერმა ბრიტანელი სუპერმოდელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო გადაიღო, რომელსაც გერმანელმა ფოტოგრაფმა “ახალგაზრდა ვარდისფერი ქეითი” უწოდა. მასზე მომღიმარი ქეითი საწოლში წევს, მისი გაშლილი ვარდისფერი თმა თეთრ თეთრეულზე კი შთამბეჭდავ კონტრასტს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მას თმის ეს ფერი მხოლოდ ერთი კვირა ჰქონდა, რადგან Calvin Klein-ისთვის მუქი ფერით შეღებვა მოუწია, მოსის ფერადი ტრანსფორმაცია დღემდე საკულტოდ მიიჩნევა.
24 წლის შემდეგ, სუპერმოდელი ვარდისფერი თმით კვლავ გვევლინება, ამჯერად Marc Jacobs-ის კამპანიისთვის. ის რეკლამას უწევს ბრენდის 2022/23 წლების Resort კოლექციას, რომლისთვისაც ჰარლი ვეირმა გადაიღო. გადაღებაზე სტილისტად დენიელ ემერსონმა იმუშავა.
ქეითს მარკ ჯეიკობსთან ხანგრძლივი პროფესიული თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. ერთად მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის დასაწყისში დაიწყეს, როდესაც დიზაინერი Perry Ellis-ის კრეატიული დირექტორი იყო. მარკის ბრენდის კამპანიაში სუპერმოდელმა მონაწილეობა პირველად 22 წლის წინ მიიღო.