ისინი ნამდვილი ბუშტებისგან არის შექმნილი. ან ხელოვნური ყვავილის გაზვიადებული გამოსახულება ამშვენებს. ქუსლებს ფრჩხილის ლაქის თუ დაბადების დღის სანთლის ფორმა და ვიზუალის აქვს. მათგან კვერცხის გულიც კი გადმოედინება; გასული სეზონების განმავლობაში Loewe-ს ჩვენებაზე წარმოდგენილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს სწორედ ასეთი უცნაური მახასიათებლები აქვს და ისინი გასაოცრად მშვენიერია.

“რაღაც ეროტიკულის, ფსიქოდელიურის, სიურრეალიზმთან დაკავშირებულის შექმნა მსურდა,” – განაცხადა მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა თავის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე საუბრისას. ამ ჩვენების მსგავსად, უჩვეულო სილუეტები ვიხილეთ მომდევნო სეზონებზეც და მხატვრული ღირებულებების და უნიკალური კრეატიული მიდგომის დამსახურებით ყოველ ჯერზე დავრწმუნდით რამდენად გამორჩეულ და უნიკალურ ბრენდს წარმოადგენს Loewe.

გასული სეზონების განმავლობაში Loewe-ს ჩვენებებზე შემოთავაზებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების 10 უჩვეულო დიზაინი

გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოდგომა/ზამთარი 2022

გაზაფხული/ზაფხული 2023

ფოტოები: Vogue Runway