ზაფხული წარმოუდგენელია მრავალფეროვანი აქსესუარების და ფემინური სილუეტების გარეშე. ეს ის სეზონია, როდესაც მოდის ყველაზე ცნობილი მინიმალისტების გარდერობშიც ჩნდება ადგილი თვალისმომჭრელი ფერებისთვის და ბზინვარებისთვის. 2021 წლის ზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული ტრენდული ნივთი ქართულ ბრენდს, Mach & Mach -ს ეკუთვნის.
ყველამ, ვისაც მოდის ინდუსტრია აინტერესებს, იცის, რომ თუ არსებობს ერთი ქართული ბრენდი, რომელიც მკვეთრ ბზინვარებასთან, თამამ სილუეტებთან, საზაფხულო და სადღესასწაულო განწყობასთან ასოცირდება, პირველ რიგში, ეს – არის Mach & Mach.
ბრენდის შექმნის დღიდან, ნინა და გვანცა მაჭარაშვილების დიზაინში ფეხსაცმელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რომ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, Mach & Mach -ის გლობალურად წარმატებული პროდუქტი სწორედ ფეხსაცმელია.