Lyst Index-მა 2024 წლის მესამე კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა და აღნიშნულ პერიოდში ყველაზე განხილვადი ბრენდები გამოავლინა. პირველ პოზიციაზე დაბრუნდა იტალიური ბრენდი Miu Miu, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, მეორე პოზიციაზე Loewe-ს ჩამორჩებოდა. დიზაინერ ჯონათან ანდერსონის ხელმძღვანელობით, მიმდინარე კვარტალში, ლუევემ მეორე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ათეულში ყველაზე დიდი ზრდა კი, “ალაიას” ბრენდს აქვს, რომელიც 12 ადგილით დაწინაურდა და ახლა Lyst Index-ში მეხუთე ყველაზე განხილვადი ბრენდია.
აქვე გეტყვით, რომ Lyst მოდის პრემიუმ სავაჭრო აპლიკაციაა, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონამდე ადამიანი იყენებს, რათა აღმოაჩინონ და შეიძინონ ნივთები სხვადასხვა ბრენდებისა და მაღაზიებისგან. Lyst Index სწორედ საკუთარ აპლიკაციაში მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებით აქვეყნებს კვარტალურ შემაჯამებელ მონაცემებს.
2024 წლის მესამე კვარტლის ათეული:
- Miu Miu
- Loewe
- Prada
- Saint Laurent
- Alaia
- Bottega Veneta
- Jacquemus
- Gucci
- The Row
- Valentino