Lyst Index-მა 2023 წლის მესამე კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა და აღნიშნულ პერიოდში ყველაზე განხილვადი ბრენდების ათეული გამოავლინა.

სიაში პირველ ადგილს იტალიური მოდის სახლი Miu Miu იკავებს, მეორე და მესამე პოზიციებს კი Loewe და Prada ინაწილებენ. ათეულში შესაბამისი თანმიმდევრობით ასევე ვხვდებით: Bottega Veneta-ს, Versace-ს, Saint Laurent-ს, Moncler-ს, Valentino-ს, Jacquemus-ს და Burberry-ს.

რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ პროდუქტებს, ამ შემთხვევაში მოწინავე ადგილს Maison Margiela-ს ფეხსაცმელი – “Tabi Mary Jane” იკავებს, რომელსაც Miu Miu-ს კარდიგანი და Cos-ის ჩანთა მოსდევს.

ყველაზე სასურველი პროდუქტები Lyst Index-ის მიხედვით

Lyst მოდის ტექნოლოგიური კომპანია და პრემიუმ სავაჭრო აპლიკაციაა, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონი ადამიანი იყენებს, რათა აღმოაჩინონ და შეიძინონ ნივთები სხვადასხვა ბრენდებისა და მაღაზიებისგან. Lyst Index სწორედ Lyst-ის მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებით აქვეყნებს კვარტლურ შემაჯამებელ მონაცემებს, რომლებიც ასევე ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში ბრენდებთან და პროდუქტებთან დაკავშირებით გამოვლენილ აქტივობას, ჩართულობასა და განხილვას.