გლენ მარტენსსა და Diesel-ს შორის თანამშრომლობა შედგა, რისი თქმის საფუძველსაც ბრენდზე გაზრდილი მოთხოვნა იძლევა. Diesel-მა ბელგიელი დიზაინერი კრეატიულ დირექტორად ორი წლის წინ წარადგინა. შეგახსენებთ, გლენი შემოქმედებითად ასევე ხელმძღვანელობს Y/PROJECT-ს, გასულ ოტ კუტიურ სეზონზე მან მოწვეული დიზაინერის ამპლუაში Jean Paul Gaultier-ის მოდის სახლისთვისაც შექმნა კოლექცია, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
Lyst-მა 2022 წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა და ისინი Diesel-ის წარმატებაზე თვალსაჩინოდ მეტყველებს. იტალიურმა ბრენდმა 31-ე ადგილიდან Lyst Index-ის ყველაზე განხილვადი ბრენდების სიაში მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა. სწორედ ეს შედეგი ხდის Diesel-ს ყველაზე სწრაფად ზრდად ბრენდად. ბოლო ბრენდი, რომელმაც ერთი ადგილიდან მეორეზე ასეთი დიდი სხვაობით შეძლო გადანაცვლება იყო Off-White, 2017 წელს.
გლენ მარტენსის პირველი კოლექციის ჩვენება Diesel-ისთვის მიმდინარე წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ბრენდის მიმართ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არაერთმა “სელებრითულმა მომენტმაც” განაპირობა. იმ ცნობილ სახეებს შორის, რომლებმაც მისი სამოსი მოირგეს იყვნენ: ჯულია ფოქსი, მეგან თი სტალიონი, დუა ლიპა და კაილი ჯენერი. ამავე პერიოდში დაანონსდა NFT კოლექციის გამოშვებაც – D:VERSE NFT.
ყველაზე განხილვადი ბრენდების ოცეული სრულად ასე გამოიყურება:
- Balenciaga
- Gucci
- Louis Vuitton
- Prada
- Valentino
- Dior
- Moncler
- Bottega Veneta
- Fendi
- Miu Miu
- Off-White
- Burberry
- Loewe
- Versace
- Diesel
- Rick Owens
- Adidas
- Saint Laurent
- Nike
- Alexander McQueen