დადასტურებული ინფორმაციით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიურ თამაშების პრემიუმ სპონსორი LVMH იქნება. მდიდრული კონგლომერატის არსებობის ისტორიაში, ეს ამ ტიპის პირველი გარიგებაა.
“2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებთან ეს უპრეცედენტო პარტნიორობა ხელს შეუწყობს მსოფლიოში საფრანგეთის ხიბლის ამაღლებულად წარმოჩენას,” – განაცხადა LVMH-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ ბერნარ არნომ. “LVMH-ს და მასში შემავალი ბრენდებიბსთვის მხოლოდ ბუნებრივი იყო ამ განსაკუთრებული საერთაშორისო ღონისძიების ნაწილად ქცევა.”

© Philippe Servent/LVMH
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზაციული კომიტეტის პრეზიდენტმა ტონი ესტანგემ კი აღნიშნა, რომ აღნიშნული პარტნიორობა “მკაფიო მანიშნებელი იქნება იმისა, რომ პარიზის 2024 წლის თამაშების უკან საფრანგეთის წამყვანი ბიზნესები დგას.”
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება, რასაც 28 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პარაოლიმპიური თამაშები მოყვება.