ფრანგული გიგანტი კონგლომერატის LVMH-ის გაყიდვები 2022 წლის მესამე კვარტალში 19%-ით გაიზარდა, ნაცვლად 13%-იანი ზრდის მოლოდინისა. მსგავსი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ჩინეთში კოვიდ რეგულაციების შემსუბუქება გახდა. Visible Alpha-ს თქმით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ‘ლაქშერი’ კომპანიამ აღნიშნული დროის მონაკვეთში 19.8 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

“ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში მოთხოვნის არნახული ზრდაა როგორც ადგილობრივი მყიდველებისგან, ასევე საერთაშორისო მოგზაურების მხრიდან,” განაცხადა LVMH-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა WWD-სთან საუბარში. “დანარჩენ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, ნაკლებად დიდი ზრდა იყო 2022 წლის დასაწყისში, თუმცა ბოლო 3 თვის განმავლობაში მოთხოვნა გაიზარდა, რაც კოვიდ შეზღუდვების მოხსნასთანაა დაკავშირებული.

კონგლომერატის წამყვან ბრენდებს Louis Vuitton-სა და Dior-ს კომპანიაში ყველაზე დიდი – 22%-იანი ზრდა ჰქონდათ. წლის მესამე კვარტლის დახურვის შემდეგ, საინტერესოა რამდენად შემოსავლიანი იქნება ახალი წლის წინა პერიოდი.

LVMH-ის კონკურენტი, Balenciaga-სა და Gucci-ს მფლობელი კერინგი ამავე პერიოდის ანგარიშს 20 ოქტომბერს წარადგენს.