
ლუის ჰამილტონის ბოლო საჯარო გამოჩენამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ის სტილის ჩემპიონის წოდებასაც იმსახურებს. საუდის არაბეთის გრან პრიზე ყველა დროის ყველაზე წარმატებული მრბოლელი Rick Owens-ის შავი მონოქრომული ლუქით წარსდგა. სტილისტმა ერიკ ჯეი. მაკნილმა ბრიტანელი სპორტსმენისთვის ნივთები დიზაინერის 2023 წლის გაზაფხული და 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან შეარჩია. “ბნელი ლორდის” ნამუშევრებთან ერთად, მან Hatton Labs-ის სამაჯური, IWC-ის საათი და Prada-ს სათვალეები მოირგო.
“ლუის ჰამილტონი მსოფლიოს აღსასრულისთვის ემზადება,” – წერს ბრიტანული “ჯიქიუ” ლუისის “აპოკალიფსურ” ჩაცმულობაზე.

© Lars Baron/Getty
გარდა Rick Owens-ისა, Formula 1-ის 2023 წლის სეზონზე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი უკვე ვიხილეთ Dior-ის შარვალზე მიმაგრებულ ქვედაბოლოში, ასევე Dior x ERL-ის 2023 წლის Resort კოლექციაში, Prada-ს წითელ და თეთრ გინგემის მოსაცმელში, Miu Miu-ს ჟილეტსა და ჯინსში, Kiko Kostadinov-ის სვიტერში, Zegna x The Elder Statesman-ის ქაშმირის წითელ სამოსში და მარტინ ლუთერ კინგის გამოსახულებიან მაისურში – თითოეულ მათგანში ის შეუდარებლად გამოიყურებოდა და დაგვანახა, რომ არც სტილის არაოფიციალურ შეჯიბრში აპირებს დამარცხებას.