Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ფარელ უილიამსმა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექცია წარადგინა. წარმოდგენილ მოდელებში ტრადიციულად დომინირებს Louis Vuitton-ის ბრენდირება და ქუჩის სტილის გავლენა. ერთ-ერთი აქსესუარი, რომელმაც ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო, ტყავის ჩანთაა, რომლის დიზაინიც ლანჩის შეფუთვით არის შთაგონებული.

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2023 წლის თებერვალში დასახელდა. ამერიკელმა მუსიკოსმა და დიზაინერმა სადებიუტო კოლექცია 2023 წლის ზაფხულში პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. უილიამსმა Louis Vuitton-ში ვირჯილ აბლოს ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ აბლო კიბოს დიაგნოზით 2021 წელს გარდაიცვალა.