ფრანგულმა მოდის სახლმა, Louis Vuitton-მა კონცეპტუალურ ბრენდთან , KidSuper-თან კოლაბორაციით ვიდეოკამერის ჩანთა წარადგინა. ვინტაჟური ესთეტიკის კამერის ჩანთის დიზაინში Louis Vuitton-ის დამახასიათებელი პრინტები დომინირებს. სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ ჩანთა არ არის – მოწყობილობა ფუნქციურია და მას ვიდეოგადაღება შეუძლია. კამერა სმარტფონს უკავშირდება, რომლის ეკრანზეც ჩაწერილი გამოსახულება პირდაპირ რეჟიმშია აღქმადი. KidSuper-ის ბრენდის შემქმნელი ნიუ-იორკელი არტისტი კოლმ დილეინია, რომელმაც 2022 წლის LVMH Prize-ზე, კარლ ლაგერფელდის სახელობის ჯილდო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კოლმ დილეინი Louis Vuitton-ის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციის მიწვეული დიზაინერის ამპლუაშიც ვიხილეთ, როდესაც მან ფრანგული მოდის სახლთან ერთობლივი კოლექციაც შექმნა.
