თანამედროვე ხელოვნების პრესტიჟულ გამოფენაზე – Art Basel Miami Beach მოდის სახლმა Louis Vuitton-მა საკუთარი პავილიონი წარადგინა. პავილიონში ბრენდის ჩანთების თემატური კოლექცია გამოიფინა, რომელიც ბრენდმა კანადელ-ამერიკელ არქიტექტორთან, ფრენკ გერისთან კოლაბორაციით შექმნა. კოლექცია შთაგონებულია Louis Vuitton-ის კლასიკური დიზაინით და ფრენკ გერის სკულპტურების ცნობილი სერიით (Bear With Us), რომელიც არქიტექტორმა 2014 წელს წარადგინა. ამ სინთეზით კოლექცია გამოხატავს არქიტექტურის, მოდის, მასალის, ფორმების ერთიანობას. ჩანთების კოლექცია ლიმიტირებულია და Art Basel Miami Beach-ის ფარგლებში 8-დან 10 დეკემბრამდე იყო გამოფენილი.
იხილეთ Louis Vuitton x ფრენკ გერის კოლაბორაციული კოლექცია:










