მოდის სახლმა Louis Vuitton-მა სამხრეთ კორეული ჯგუფის – LE SSERAFIM-ის წევრები ახალ ამბასადორებად დაასახელა. ხუთი მომღერლისაგან შემდგარი მუსიკალური კოლექტივი ბრენდის ახალი, ე.წ. კაფსულა კოლექციის კამპანიაში მონაწილეობს. კამპანიის აქცენტში Louis Vuitton-ის ჩანთების მოდელებია, რომლებთან ერთადაც LE SSERAFIM-ის მომღერლები პოზირებენ.

როგორც ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ნიკოლა ჟესქიერმა აღნიშნა, LE SSERAFIM-ის თითოეულ წევს თავისი გამორჩეული სტილი აქვთ, ამიტომაც ეს თანამშრომლობა  საინტერესო და ბუნებრივი კოლაბორაციაა. 

ნახეთ Louis Vuitton-ის კამპანია LE SSERAFIM-ის მონაწილეობით: