Louis Vuitton-მა Cruise კოლექცია პირველად 2014 წელს მონაკოში წარადგინა და მას შემდეგ ფრანგული მოდის სახლის მიერ ამ ტიპის შოუები სხვა არაერთ გასაოცარ ადგილას მოეწყო, მათ შორის: ჯონ ლოტნერის დაპროექტებულ ბობ ჰოუპის ვილაში პალმ სფრინგში, ოსკარ ნიმეიერის ფუტურისტულ MAC Niterói-ში ბრაზილიაში, იუჰ მინ პეის არქიტექტურულ შედევრ მიჰოს მუზეუმში იაპონიაში და ა.შ. ამჯერად Louis Vuitton-მა ახალი კოლექცია იტალიის საზღვრებში აჩვენა.

2024 წლის Cruise კოლექციის ჩვენება ბორომეოს ოჯახის მფლობელობაში არსებულ იზოლა ბელაზე გაიმართა, კუნძულზე ლაგო-მაჯორეს ტბაში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბორომეოს ოჯახის მიწაზე ამ ტიპის ღონისძიება ჩატარდა.

კოლექციის შთაგონება წყალქვეშა სამყაროსთან დაკავშირებულ მითიური წარმოდგენებიდან მომდინარეობს. “ამოსავალი წერტილი იყო იდეა გოგონებზე, რომლებიც წყლიდან ამოდიან, როგორც ტბის ქალთევზები და შემდეგ ტრანსფორმირდებიან,” – განაცხადა მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა ნიკოლა ჟესქიერმა პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ჩვენების ჩანაწერი