
Louis Vuitton-ის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი ნიკოლა ჟექსიერი ცნობილია კრუიზ კოლექციის ჩვენებებისთვის გასაოცარი ადგილების შერჩევით, რომელთა შორისაც წლების განმავლობაში იყო: ჯონ ლოტნერის დაპროექტებული ბობ ჰოუპის ვილა პალმ სფრინგში, ოსკარ ნიმეიერის ფუტურისტული MAC Niterói ბრაზილიაში, იუჰ მინ პეის არქიტექტურული შედევრი მიჰოს მუზეუმი იაპონიაში და ა.შ. ამჯერად ფრანგული მოდის სახლი შთამბეჭდავ სანახაობას იტალიაში გვპირდება.
Louis Vuitton-ის 2024 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება 24 მაისს ბორომეოს ოჯახის მფლობელობაში არსებულ იზოლა ბელაზე გაიმართება, კუნძულზე ლაგო-მაჯორეს ტბაში. მოდის სახლის ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ბორომეოს ოჯახის მიწაზე ამ ტიპის ღონისძიება მოეწყობა.
გარდა ამისა, 29 აპრილს პირველად გაიმართება Louis Vuitton-ის წინა-საშემოდგომა კოლექციის ჩვენება. მას სეული უმაპსინძლებს. წარმოდგენილი კოლექცია 19 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე მოდის სახლის მაღაზიებში.